|
2016-09-26 10:42:52, 674 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება საპროტესტო აქციის გამო ვერ იწყება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა უნუივერსიტეტში შესასვლელი ადგილი დაიკავეს, სადაც ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ღონისძინება უნდა გამართულიყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიების წამყვანი სიტყვით გამოდიოდა. „აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს რექტორად გიორგი შარვაშიძის არჩევას აპროტესტებენ და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვენ. უნივერსიტეტში იმყოფება თსუ-ს ახლადდანიშნული რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი,ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხბეში გელა დუმბაძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. მათ სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება უნდა მიელოცათ, თუმცა ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ სტუდენტებს სიტყვით მიმართონ.
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)