|
2016-09-26 09:08:08, 1469 ნახვა
საზოგადოება
განახლებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნა
თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღმაშენებლის განახლებული გამზირი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ გახსნეს. გახსნის ღონისძიება ბიგ-ბენდის კონცერტით დაიწყო, რომელიც აღმაშენებლის N59 - ში მოწყობილ ვერტიკალურ მწვანე კედელთან გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყო და მისულ სტუმრებს ბევრი საინტერესო სანახაობა დახვდათ. დავით აღმაშენებლის გამზირზე N44-ში - ფოსტის შენობის ეზოში, თბილისის მერიის და არტარეას ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კონცერტი „თბილისური ეზო“ გაიმართა. „თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო და რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა. პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მასზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები. რესტავრაცია ჩაუტარდა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები. განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. სახლებზე მოეწყო ახალი ცხაურები. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა. დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი გახდა საფეხმავლო. აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. საფეხმავლო ნაწილში დაიდგა სკამები და სასმელი წყლის ფანტანები. ამასთანავე, დამონტაჟდა 6 ლითონის ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200 - მდე ადამიანი. პროექტი „ახალი ტფილისის“ I ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. საფეხმავლო ქუჩა გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საინტერესო და მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომუკური მდგრადობის საწინდარია. პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულია, ხოლო შიდა სამუშაოები, როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. მომდევნო წელს „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება“, - აცხადებენ მერიაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)