|
2016-09-24 16:32:58, 1031 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესდა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სამდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, დამკვირვებლები ყველა მხარეს მოუწოდებენ პროვოკაციებს თავი აარიდონ. ანგარიშში ნათქვამია, რომ დამკვირვებლები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს. როგორც ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, იგნასიო სანჩეს ამორმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბევრი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, როგორც ძველი ასევე ახლად შექმნილი პარტიებიც. მისივე განმარტებით, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაძაბულობის დონე უფრო დაბალია. ამორმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ასეც გაგრძელდება. დელეგაციამ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია დაშინების და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი დარღვევების ფაქტებზე და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ. მათ, ასევე მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს. დელეგაციაში ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრას დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრანსპარანტულ არჩევნებს ჩაატარებს. როგორც დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი, ისინი დააკვირდებიან როგორც ცესკო-ს მუშაობას ასევე პარტიებსაც. ცნობისთვის, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ 6 საპარლამენტო და 4 საპრეზიდენტო არჩევნებს ადევნებდა თვალყურს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)