|
2015-01-10 11:18:10, 617 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს ანახლებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მსოფლიოში ამერიკელების მიმართ ტერორისტული აქტების მოწყობის ალბათობა გაიზარდა. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკელებზე თავდასხმები, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში და აზიაში მოეწყოს. მათ შორის ტერაქტები, შესაძლოა, სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის დარტყმების შედეგად განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციები პარიზში მომხდარი მოვლენების შემდეგ განახლდა. ტერორისტების თავდასხმის შედეგად სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი და 2 პოლიციელი დაიღუპა. ამის შემდეგ საფრანგეთში ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანეს. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)