00:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 17:18:34, 623 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტები თსუ-ს რექტორად გია შარვაშიძის არჩევას აპროტესტებენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გია შარვაშიძის არჩევას სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა.

როგორც „აუდიტორია#115-ის“,  ისე თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნებამდე ,სავარაუდოდ, აკადემიურ საბჭოზე ზეწოლის ფაქტები იყო,  თუმცა საბჭოს წევრები ამას საჯაროდ არ ადასტურებენ .

„აუდიტორია#115-ის“ წევრის  მარიამ ბაღდავაძის თქმით, „აუდიტორია#115“ არ აპირებს  პრინციპებს უღალატოს და პოლიტიკური თამაშის მონაწილე გახდეს.

„იმ ფუნდამენტურ მოთხოვნებს, რაც შარვაშიძის მინისტრის მოადიგილეობის პერიოდში გვქონდა , ახლაც დავაფიქსირებთ. მას როცა მეტი ბერკეტი ჰქონდა, დაპირებები არ შეასრულა და ახლა ამბობს, რომ უნივერსიტეტის კეთილდღეობაზე ზრუნვას დაიწყებს. ეს თავისთავად  ეჭვს ბადებს, მაგრამ  ამ მოთხოვნებს აუცილებლად გავაჟღერებთ.  ეს შეიძლება ნებისმიერი სახით იყოს, თუნდაც საპროტესტო აქციების“-აღნიშნავს ბაღდავაძე "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ აკადემიურ საბჭოზე ზეწოლის ფაქტები იყო, თუმცა, არაა მტკიცებულება და ამ ფაქტზე ღიად არც საბჭოს წევრები საუბრობენ.

ახალი რექტორით უკმაყოფილოა თსუ-ის  სტუდენტური თვითმმართველობაც, რადგან მათი აზრით, შარვაშიძე აუნივერსიტეტის ავტონომიურობის რღვევის მიზეზი გახდება.

„კმაყოფილებას ვერ გამოვთქვამთ, რადგან თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ადამიანის რექტორობა უნივერსიტეტის ავტონომიის რღვევას გამოიწვევდა, თუმცა აკადემიურმა  საბჭომ გადაწყვეტილება ლეგიტიმურად მიიღო. სამწუხაროდ, შარვაშიძე ლეგიტიმურად გახდა რექტორი“-განაცხადა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა შოთა კეჟრაშვილმა.

მისივე  თქმით, თსუ-ს სტუდენტური თვითთმართველობა აპირებს, ახალი რექტორის ყოველი ნაბიჯი გაააკონტროლოს, თუმცა საპროტესტო აქციის მოწყობას არ გეგმავს:

„ჩვენგან უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ვითარებას, გავითვალისწინოთ ქვეყანაში შექმნილი მფგომარეობა და არეულობისგან თავი შევიკავოთ.  პატივი უნდა ვცეთ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკან დავიხევთ და მის ნაბიჯებს საჯაროდ არ შევაფასებთ“,-ამბობს კეჟერაშვილი.

შეგახსენებთ,  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.

აკადემიურმა საბჭომ რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე ხმათა უმრავლესობით აირჩია.

შარვაშიძემ 21 ხმა მიიღო,  ცირა ბარამიძემ  - 5, გიორგი ბარამიძემ  - 6 ხმა, 4 ბიულეტენი კი, ბათილად იქნა ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics