|
2016-09-23 16:11:26, 669 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ვგეგმავთ ფუნდამენტურ ცვლილებებს უმაღლეს განათლებაში
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში , მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს. ნაძალადევის რაიონის მე-18 ოლქის ამომრჩეველთან შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვლმა აქცენტი ახალგაზრდების განათლებაზე და დასაქმებაზე გააკეთა: „ვგეგმავთ ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმას პროფესიული განათლების მიმართულებით, ვგეგმავთ, რომ ავამაღლოთ პრესტიჟი პროფესიული განათლების და ჩვენმა ახალგაზრდებმა აღარ დახარჯონ 4 წელი იმისთვის , რომ ისწავლონ ის პროფესიები, რომელიც საქართველოში არ არის მოთხოვნადი. ეს არის ძალიან თამამი განაცხადი მაგრამ ჩვენ მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო რესურსით არ წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ ისწავლონ ის პროფესიები,რომლებიც არ არის მოთხოვნადი. სწორედ ამიტომ ვახდენთ პრიორიტეტების გადასინჯვას და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სახელმწიფო რესურსი უფრო მიზანმიმართულად უნდა დავხარჯოთ და იმ მიმართულებებზე რომელიც საჭიროა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა რაიონის განვითარების პერსპექტივაზე, სოციალურ პრობლემებზე. შეხვედრის ბოლოს მიხეილ ყაველაშვილმა ამომრჩეველს საქმის ერთად კეთებისკენ მოუწოდა და დაპირდა, რომ ის იქნება ხიდი გამგეობასა და მოსახლეობას შორის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)