|
2016-09-23 16:15:11, 1524 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრს შეხვდება
4 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრი ბიულენთ თუფენქჯი ჩამოვა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება 26 იანვარს, ანკარაში, საბაჟოს საერთაშორისო დღის ეგიდით გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მიიღეს. მხარეები მიმოიხილავენ ორმხრივ და რეგიონულ ჭრილში უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ გაწეულ საქმიანობას, დასახავენ სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ადმინისტრაციული დანახარჯების შემდგომი შემცირების ხარჯზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, თურქეთის მხარეს, „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ახალქალაქი-ყარსის მიმართულებით ახალი სარკინიგზო ხაზით გადაადგილებული ტვირთისა და მგზავრების მიმართ მოქნილი და მოდერნიზებული საბაჟო პროცედურების დანერგვას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თურქეთის ვაჭრობის და საბაჟო საკითხთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს საბაჟო ინფრასტრუქტურის (მათ შორის გაფორმების ეკონომიკური ზონის) მონახულება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)