|
2016-09-23 15:04:54, 1845 ნახვა
სამართალი
მოწმის ჩვენებით, "ნავთლუღის სპეცოპერაციის" დროს ერთ-ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ყოფილი სამართალდამცველი ჯონი ჯოხარიძე დაიკითხა. ჯოხარიძე 2006 წელს ნავთლუღის ტერიტორიაზე ზონის ინსპექტორი იყო. სასამართლოზე მიცემული ჩვენების მიხედვით, ჯოხარიძე სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით იდგა. მან დაინახა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე ავტომანქანა გაჩერდა. ავტომანქანიდან გადმოვიდა 5-6 ადამიანი და გადმოსვლისთანავე სროლა დაიწყეს. როგორც ჯოხარიძე აცხადებს, მან დაინახა, თუ როგორ გარბოდა სამი პიროვნება და სწორედ მათ შეყვნენ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ეს იარაღიანი პირები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმული. ყოფილი სამართალდამცველის ინფორმაციით, როდესაც მიუახლოვდა ტერიტორიას, უთხრეს, რომ იქ ოპერაცია ტარდებოდა. მოწმე ამბობს, რომ დაინახა, ერთ-ერთ დაცემულ პირზე ნიღბიანმა პირმა როგორ განახორციელა გასროლა. მისივე ცნობით, ეს ნიღბიანი პირი დათა ახალაია იყო. "პიროვნებები, იქ ვინც ამოვიცანი, იყვნენ დათა ახალაია და გიორგი მაზმიშვილი",- აღნიშნა მოწმემ. ამასთან, ჯოხარიძემ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მიიტანეს იარაღები და დაალაგეს, რის შემდეგაც მოვდნენ სპეცრაზმელები. ამ სამ პიროვნებას იარაღი არ ქონია. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიასა და გია დგებუაძეს განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)