|
2016-09-23 14:55:20, 648 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით ურთიერთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. დოკუმენტს ხელი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს. მხარეთა შეთანხმებით, სააგენტო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ცენტრის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმების მხარდაჭერა და ინფორმაციის გავრცელება Worknet-ზე რეგისტრირებულ სამუშაო მაძიებლებში; მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს კადრების ჩართვა იმ მომენტისთვის არსებულ პროფესიული სწავლების პროგრამებში; და ასევე მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრს შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევის შედეგების შესახებ. თავის მხრივ, ცენტრი ვალდებულია ვაკანსიის ან სტაჟირების არსებობის შემთხვევაში, განათავსოს ინფორმაცია Worknet-ზე; ცენტრის ბენეფიციარებს მიაწოდოს ინფორმაცია Worknet-ის შესახებ და შესთავაზოს აღნიშნულ დასაქმების პლატფორმაზე დარეგისტრირება; კონკრეტული ვაკანსიის პირობებში მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს, Worknet-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების დასაქმების ან უარის თქმის შესახებ;მიიღოს მონაწილეობა სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში; მიიღოს მონაწილეობა სააგენტოს მიერ ჩატარებულ შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევაში (წელიწადში ერთხელ). ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართება. განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ ჩატარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ახალგაზრდა, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს.
(NS)
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)