12:18 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 14:02:11, 745 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისათვის დევნილთა დასახმარებლად გაწეული მხარდაჭერის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ოფიციალურად დახურეს პროექტი, რომელიც დევნილთა სამინისტროს ბოლო 28 თვის განმავლობაში ეხმარებოდა.

2014 წლის ივნისიდან წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა აქტიურად ითანამშრომლეს სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებთან, რათა გაძლიერებულიყო სამინისტროს შესაძლებლობები დევნილთა სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების კუთხით. 

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ ,,დევნილთა სამინისტროს პროცესებზე ორიენტირებული ტექნიკური  დახმარების პროექტის“  საშუალებით სამინისტროსათვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში მიღწეული ძირითადი შედეგები:

სამინისტროს  გაზრდილი შესაძლებლობები ანალიზის, დაგეგმვისა და ანგარიშგების საკითხებში;

გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებელი ფართების განაწილების სამართლიანობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ახლადშემუშავებული სისტემები და პროცესები;

სამინისტროს ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისათვის ჩატარებული ტრენინგები ძირითად კომპეტენციებში, კვლევების ჩატარების, პოლიტიკის შემუშავებისა და კომუნიკაციის ჩათვლით;

დევნილთა და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმების განხორციელების კუთხით გაწეული მხარდაჭერა.

პროექტის დახურვისადმი მიძღვნილ შეხვედრას  დევნილთა და სხვა დარგობრივი სამინისტროების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics