00:51 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 13:24:16, 610 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს, დოქტორ პოლ სმიტს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური   ბაღის განვითარების გრძელვადიანი გეგმის მომზადებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის ცალკეული საკითხები განიხილეს.  

დავით ნარმანიამ გრძელვადიანი  სტრატეგიის  შემუშავების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საბჭოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების წარმატებით განხორციელებას, რომელიც ბაღს განვითარებისა და  ბიომრავალფეროვნების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.  

დოქტორმა პოლ სმიტმა  შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და ბოტანიკური ბაღის საჭიროებების კვლევისა და სტრატეგიის მომზადების პროცესში საერთაშორისო საბჭოს აქტიური ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. 
ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივანი, დოქტორი პოლ სმიტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, 22-23 სექტემბერს, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მოწვევით იმყოფება. 

ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის  მომზადების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან BGCI-ის წევრია, ხოლო დროებით შეწყვეტილი წევრობის სტატუსი მას 2016 წელს განუახლდა. წლების განმავლობაში ბოტანიკური ბაღი ჩართულია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტში. მათ შორის, მნიშვნელოვანია, იშვიათი ენდემური  მცენარის - ქართული ნუშის  პოპულაციების აღწერასა და თესლის ბანკის შექმნასთან დაკავშირებული  პროექტი, რომელიც საბჭოსთან თანამშრომლობით ამჟამად ხორციელდება. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics