|
2016-09-23 12:37:48, 975 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ბელარუსი ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარპროექტს ახორციელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ბელარუსი ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარპროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რეგიონში ბელარუსი ტურისტი გადამღებ ჯგუფთან ერთად მოგზაურობს და რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობა. ვალერია პერვუხინა მაღალმთიან აჭარას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებში ღვინის დაყენების ტრადიციებს გაეცნო, ქედის ჩხავერი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნა. ვალერიამ ასევე იმოგზაურა მტირალას ეროვნულ პარკში და ქართული ცეკვებისა და კერძების მომზადების მასტერკლასებში მიიღო მონაწილეობა. პერვუხინა, რომელიც მოგზაურობას ბარსელონაში გეგმავდა პიარპროექტის ფარგლებში აჭარაში სამოგზაუროდ შემთხვევით შეირჩა. მისი მოგზაურობის შესახებ მომზადებული გადაცემა, სადაც მისი შთაბეჭდილებები იქნება გადმოცემული ბელარუსში ყველაზე რეიტიგნულ ვებ პორტალზე TUT.BY განთავსდება, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ბელარუსის წამყვან ტელევიზიებსა და რადიოებში კი პიარპროექტის შესახებ სპეციალური გადაცემებია დაგეგმილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნული პიარპროექტით მიმდინარე წლისთვის ბელარუსში პიარკამპანიებს ასრულებს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)