23 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო“ჰოლიდეი ინში“ გაიმართება მრგვალი მაგიდა „საქონლის ხორცის მიკვლევადობის მენეჯმენტი“. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა,საერთაშორისო ექსპერტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ბიზნესოპერატორები დაესწრებიან.
23 სექტემბერს, 10:15 საათზე, თბილისის „ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის" საკონფერენციო დარბაზში, კონფერენცია „ინკლუზიური განათლება“ გაიმართება, რომელსაც განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.
23 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი.
23 სექტემბერს, 11:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეუთო-სსაპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდება.
12:00 საათზე კი მედიის წარმომადგენლებს გიწვევთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე. ანგარიშს ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გააცნობს. საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს ასახავს.
მის.: დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია
23 სექტემბერს, 11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" საარჩევნო ბლოკ "თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო“-ს ლიდერი გოგი თოფაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მიმდინარე საკითხები, ყოფილი პრემიერის განცხადებები; ივანიშვილისა და უსუფაშვილის ურთიერთბრალდებები; საარჩევნო საკითხები.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
23 სექტემბერს, 11:00 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი; უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ლევან ბოძაშვილი; თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოადგილე გიორგი ბესტავაშვილი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენელი ნატა გოდერძიშვილი; ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩეველი ივარ ტალო და სხვა.
თემა: „კიბერ სივრცე - სამართლებრივი გამოწვევები და პერსპექტივები“.
მის: მ. ალექსიძის N8
საკონტაქტო პირი ნანუკა კობახიძე - 591 90 04 04
23 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მართლმსაჯულების პრობლემურ საკითხებზე მრგვალ მაგიდას გამართავს, რომელსაც ადვოკატები და მოსამართლეები დაესწრებიან.
მის: ქუთაისი, წერეთლის II ჩიხი, 2ა
23 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიართ მარიოტში“ ქალთა საინფორმაციო ცენტრი გამართავს პოდიუმ დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის პროპორციული სიის ათეულში შემავალი კანდიდატი ქალები.
23 სექტემბერს, 12:00 საათზე ბაბუშერას ტრაგედიის დროს გადარჩენილ ვეტერანებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სასამხურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოკოლოზ კვეზერელი შეხვდება.ალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი.
მის: გორგასლის ქ. #89, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფისი
საკონტაქტო პირი თეა ბოგვერაძე - 595 53 00 21
23 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჭოპორტის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნება.
23 სექტემბერს, 12:30 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ შვიდი ახალი ავიამიმართულების დანიშვნასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
23 სექტემბერს, 14.30 საათზე, საბალეტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში პრესკონფერენცია მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ალექსეი ფადეეჩევი და საბალეტო დასის სოლისტები და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ლომიძე.
საკონტაქტო პირი თამარ მოდებაძე - 577 140008
23 სექტემბერს, 15:00 საათზე, ნიქოზის საჯარო სკოლაში, პროექტ „შემოსაზღვრე საქართველოს“ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
23 სექტემბერს, 17:30 საათზე, "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები, თბილისის მეტროს სხვადასხვა სადგურებში მოქალაქეებს შეხვდებიან და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობენ.
მეტრო პოლიტექნიკური, სპორტის სასახლესთან (სუპერმარკეტ სპარის წინ)
საკონტაქტო ტელ: 551662525
23 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, ქართველი ფოტოხელოვანის ნათელა გრიგალაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით „სხვა ირანი“.
მის.: ლადო გუდიაშვილის ქ. #1
23 სექტემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან, შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მუშების და რკინიგზის ახალი პროფკავშირების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება.
23 სექტემბერს, 21:00 საათზე, აეროპორტის ტერმინალის შენობაში „ტავ ჯორჯია“ მიღებას გამართავს, ხოლო 21:45 საათზე, ურუმჩი-პეკინი-თბილისის საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან