12:18 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 09:27:38, 1381 ნახვა

საზოგადოება
დღეს ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება

სასტუმრო „Holiday Inn“-ში დღეს ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება.

სიმპოზიუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ტარდება და საქართველო-გერმანიის საიუბილეო წელს ეძღვნება.

სიმპოზიუმს დაესწრებიან და მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, გერმანიის ელჩი საქართველოში, გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ), საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები და ექსპერტები ბიოუსაფრთხოების დარგში.

სიმპოზიუმი ტარდება ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში და ეძღვნება საქართველო-გერმანიის წელს.

ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება და წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გერმანიის პარტნიორული პროგრამის“ ნაწილს. პროექტი ხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და  გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ და ფოკუსირდება ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა: ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა, ცნობიერების ამაღლება ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, ჯანმრთელობის მართვის ქსელის შექმნა და ზედამხედველობა, პათოგენთა დეტექცია და დიაგნოსტიკა.  სიმპოზიუმი გაგრძელდება 20 ოქტომბერს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics