|
2016-09-22 15:57:20, 962 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
კახეთის რეგიონში 21 სექტემბერს მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა. როგორც "ექსპრესნიუსს" "დელტადან" აცნობეს, 21 სექტემბრის 15:00 საათიდან „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა კახეთის რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბელი. მათივე ცნობით, 16:15 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო. 16:19 საათიდან 18:27 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ყვარელის და სიღნაღის რაიონების თავზე 1400 კმ2 ფართობის მქონე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა 150 რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე წვიმის სახით ჩამოიშალა. (NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)