|
2016-09-22 15:07:52, 889 ნახვა
სამხედრო
კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა
თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა. მონაწილეებს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ სიტყვით მიმართეს და მსაგვსი კურსებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების საბაზისო კურსი კომპიუტერული ტექნიკის მომხმარებლებისთვის“ თავდაცვის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისთვის არის განკუთვნილი და მას მხარს უჭერს ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი პირები მონაწილეებს საქართველოს კიბერსაფრთხეებისა და პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში კიბერელემენტების გამოყენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან; ასევე, განხილული იქნება კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული ნორმატიული აქტები, კიბერუსაფრთხოების ძირითადი ტერმინოლოგია და მავნე პროგრამული უზრუნველყოფა. ყურადღება თავდაცვის სექტორისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გამახვილდება. ანდრია გოცირიძის თქმით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინიციატივით, დღეს საფუძველი ჩაეყარა სავალდებულო კურსს, სადაც მსმენელები იმ საბაზისო ცოდნას მიიღებენ, რაც საჭიროა ყველა მომხმარებლისთვის.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)