00:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 14:58:02, 712 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია მოსწავლეთა უფასო სამგზავრო ბარათების გაცემის პროგრამას აგრძელებს

თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, გრძელდება.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა  განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო გზა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების, მათ შორის,მოსწავლეების, შშმ პირების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფას.

„თბილისის მერიის შეღავათიანი მგზავრობის ბარათებით მოქალაქეთა 26 კატეგორია, სულ, 560 ათასი ბენეფიციარი სარგებლობს“, - აღნიშნა ხატისკაცმა.  

ნინა ხატისკაცის განცხადებით, თბილისის მერიასა და„საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მოსაწავლეთა ახალ იდენტიფიცირებულ უფასო მგზავრობის ბარათებს გასცემს „საქართველოს ბანკი".

მემორანდუმის თანახმად, „საქართველოს ბანკმა" მოსწავლეთა ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2016 წლის 16 ოქტომბრისა. მოსწავლეებზე გაცემული ძველი ბარათები  16 ოქტომბრიდან გაუქმდება.

ახალი სამგზავრო ბარათების ასაღებად მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოსთბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს (გარდა ,,ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).

მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში.

გარდა ამისა, ბარათის მფლობელიშეღავთიანი ფასებით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე: მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს„საქართველოს ბანკის“sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში; დააგროვოს sCool-ებიმაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებშიგადაცვალოს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics