2016-09-22 11:57:15, 619 ნახვა
საზოგადოება
23 სექტემბერს ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი იწყება
23 -დან 25 სექტემბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP.
შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება - წინაღობათა გადალახვა, კონკური. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი, ორგანიზატორი - საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.
ტურნირში მონაწილეობას იღებს ოცი მხედარი საქართველოდან და ირანიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, რუსეთიდან, ლიტვიდან და თურქეთიდან. დასწრება თავისუფალია.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან