11:53 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:06:21, 685 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან“ მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროსა და „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის სესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით,  სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოაწერა, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან კი პრორექტორმა ვახტანგ ქავთარაძემ. 

„მემორანდუმის ფარგლებში, დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში“   20%-იანი შეღავათით ისარგებლონ.

თავის მხრივ სამინისტრო,მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სამინისტრო დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდროდ თანამშრომლობს“,-ნათქვამია დევნილთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics