23:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 15:01:43, 567 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსით განახორციელებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, „პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მსჯავრდებულებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევიან, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულები საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

უწყების ცნობით, ფინანსთათა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მსჯავრდებულებისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სპეციალურ, დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსი მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს შეღავათებით პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგაც ისარგებლონ.

„შემოსავლების სამსახურმა მხარი დაუჭირა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას მსჯავრდებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებულები მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლდნენ“, - აღნიშნა მადინა მაყაშვილმა.

მსჯავრდებულთა განცხადებით, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება მათ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციასა და ამ გზით შემოსავლის მიღებაში შეუწყობს ხელს. შეღავათებით სარგებლობის უფლება კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანობისთვის დამატებითი მოტივაციაა.

პირველ ეტაპზე, მსჯავრდებულთათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5, N6, N17, N15, N8, N12 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდება.

„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნაკეთობების რეალიზაციის მიზნით ვებგვერდი - online.moc.gov.ge ამოქმედდა. შედეგად, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საწარმოში წარმოებული ნივთების ყიდვა ონლაინ არის შესაძლებელი. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics