|
2016-09-20 15:43:15, 1124 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ნაადრევი ჯიშის მანდარინის რთველში ჩაერთო
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში სტუმრად მყოფ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ ციტრუსოვანთა ახალი ჯიშებისა და მათი თავისებურებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩაქვის სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში ციტრუსოვანთა - სადედე და საკოლექციო ციტრუსის სხვადასხვა ჯიშის ნარგაობები 12,2 ჰექტარზეა გაშენებული. მიმდინარე წელს ფერმერებზე გასაცემად მზად არის 7000 ძირზე მეტი მანდარინის სტანდარტული ნერგი. აღნიშნულ სანერგე მეურნეობაში მიმდინარე წლის აგვისტოში დაიმყნო 1600 ძირზე მეტი ნერგი, მათ შორის: 9660 ცალი სხვადასხვა ჯიშის მანდარინი, 2300 ცალი ლიმონის ნერგი (მეიერი, კარა, ქართული ლიმონი); ასევე 1680 ცალი ფორთოხლის და გრეიფრუტის სხვადასხვა ჯიშის ნერგი. მიღებულ ნერგებს 2017 წლის შემოდგომაზე აგროსერვის ცენტრი ფერმერებს შეღავათიან ფასად მიაწვდის. პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში, მინისტრმა ფერმერები მანდარინის საადრეო ჯიშების მოსავლის რთველზეც დაპატიჟა. რთველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც ჩაერთო.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)