|
2015-03-13 10:06:02, 346 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება: ლავროვის განმარტება წარმოადგენს შეთანხმების ცალმხრივ ინტერპრეტაციას და ეწინააღმდეგება მის არსს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთში მოქმედ რუსეთის მიერ შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შესახებ მემორანდუმის “ ხელმოწერის თაობაზე შეფასებებს აკეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და აფასებს მას, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. "2015 წლის 11 მარტს, ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. „მემორანდუმს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და აფასებს მას, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, აფხაზეთში მოქმედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი სახის „შეთანხება" არის იმთავითვე ბათილი და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამის მიუხედავად, ე.წ. „მემორანდუმის“ ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკას",-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. გარდა ამისა, უწყებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებსაც ეხმაურებიან, რომელიც "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებას ეხება. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, რომლებიც ჩვენი აზრით შესაბამის კომენტარს საჭიროებს.ბ-ნი ლავროვის განმარტება წარმოადგენს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ცალმხრივ ინტერპრეტაციას და ეწინააღმდეგება მის არსს. შეთანხმება დადებულია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, უკანონო ვაჭრობის აღკვეთის, მათ შორის არსებული ტვირთბრუნვის აღრიცხვის მიზნით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების ტრანსპარენტულობის მუხლის უზრუნველყოფას ემსახურება., ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლავროვის განცხადების საპირისპიროდ შეთანხმება სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება და მისი ძირითადი არსია ტვირთების უკანონო მოძრაობის აღკვეთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - შეთანხმებით განსაზღვრულ სატრანსპორტო კორიდორებში",-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)