|
2015-03-12 23:58:34, 590 ნახვა
პოლიტიკა
ეკონომიკური გუნდის მინისტრები რიგგარეშე სხდომაზე დასწრების საჭიროებას ვერ ხედავენ
ეკონომიკური გუნდის მინისტრები ქუთაისში ხვალ საპარლამენტო რიგგარეშე სხდომაზე დასწრების საჭიროებას ვერ ხედავენ. 4როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე მთავრობის წევრებმა საკუთარი ხედვები უკვე წარმოადგინეს. „მე დღეს პარლამენტის წევრებთან ვიყავი, მათ შორის ოპოზიციის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა იყო და მათ ჩვენი ხედვები გავაცანით, აქედან გამომდინარე ჩვენ ხვალ განსხვავებულს იქ ვერაფერს ვერ ვიტყვით“,-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ პარლამენტის წევრებს საკუთარი ხედვა უკვე გააცნო და ხვალ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. „მე მგონია, რომ მთავრობამ ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა, ამის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური ვნებათა ღელვის გაღვივება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. პარლამენტი, თუ შეიკრიბება რა თქმა უნდა ჩვენ ამ ინსტიტუტებს პატივს ვცემთ და პარამენტში მივალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი თვალსაზრისით ამის საჭიროება დღეს არ არსებობს“,-აღიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომა დაახლოებით 6 საათზე მეტი მიმდინარეობდა და ამჟამად უკვე დასრულდა. აქვე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ 13 მარტს გაიმართება, სადაც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)