14:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 10:44:34, 1801 ნახვა

მსოფლიო
სირიის ხელისუფლება გამოცხადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას წყვეტს

სირიის ხელისუფლება 12 სექტემბერს გამოცხადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას წყვეტს, ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ავრცელებს.

“სირიის არაბული რესპულიკის არმიისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსულ-ამერიკული შეთანხმების საფუძვლეზე 12 სექტემბერს გამოცხადებული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმი დასრულებულია. ვვარაუდობდით, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სისხლისღვრის შეწვეტის რეალურ შანსს მოგვცემდა, თუმცა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შეთანხმება უგულვებელყვეს, მისი არც ერთი პუნქტი არ შეასრულეს და ‘სიჩუმის რეჟიმი” 300-ზე მეტჯერ დაარღვიეს”, - ნათქვამია სირიის არმიის განცხადებაში.

მანამდე სამშვიდობო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

“იმის გათვალისწინებით, რომ მებრძოლები საბრძოლო მოქმედებების რეჟიმის პირობებს არ ასრულებენ, სირიის სამთავრობო ძალების მიერ სამშვიდობო რეჟიმის ცალმხრივად დაცვა უაზროდ მიგვაჩნია”, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს  უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი რუდსკოიმ.

17 სექტემბერს რუსეთმა აშშ-ის ხელმძღვანლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიაცია სირიის სახელისუფლებო ძალებზე ავიადარტყმების განხროციელებაში დაადანაშაულა. მოსკოვის მტკიცებით, ავიაიერიშში ეფ-16-ის ტიპის ორი გამანადგურებელი და ა-10-ის ტიპის ორი მოიერიშე მონაწილეობდა. რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 60 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ დარტყმების განხორციელება ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე იგეგმებოდა. პენტაგონის მტკიცებით,  კოალიციამ ოპერაცია შეწყვიტა, როგორც კი რუსეთისგან შეიტყო, რომ დარტყმის სამიზნე სირიის ჯარი გახდა. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics