|
2016-09-20 10:24:47, 1129 ნახვა
ეკონომიკა
საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია ესტონეთში სტარტაპ ბიზნესის გამოცდილებას გაიზიარებს
საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი დელეგაცია ესტონეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ განვითარების მიზნით, სამუშაო შეხვედრები ესტონეთის მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შედგება. დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა უხელმძღვანელებს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ოფიციალრ შეხვედრებს ესტონეთის ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს გენერალური მდივანის მოადგილესთან, “ესტონეთის წარმოების“ (Enterprise Estonia - EAS) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯგუფის ხელმძღვანელთან; Estonian Business Angels Network“-ის მმართველ დირექტორთან და „Startup Estonia”-ს ლიდერთან გამართავს. შეხვედრები იგეგმება ასევე, „KredEx”-ის ევროკავშირის ფონდების და რისკების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორთან და აგრეთვე, ესტონეთის წამყვან სტარტაპ-აქსელერატორ კომპანიებთან. ესტონეთი, ინოვაციების განვითარების ტემპის მიხედვით მსოფლიში მზარდი ლიდერი გახდა. საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლების ესტონეთში ვიზიტი „სტარტაპ“ ბიზნესის ინფრასტრუქტურის, განათლების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მთავრობის მიდგომებისა და სტარტაპ კონცეფციების გაცნობას ისახავს მიზნად. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და რეგულირებასთან დაკავშირებით ესტონეთის გამოცდილებას გაიზიარებენ. ოფიციალური შეხვედრების მთავარი თემა ასევე, სტარტაპ ბიზნესების გლობალურ ბაზაზე პოპულარიზაცია და სტარტაპების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება იქნება. ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში ქ-ნი თეა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელის შეწყობის მიზნით “პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს,„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო“ ორი კომპონენტისგან შედგება. 1. მაღალტექნოლოგიური და 2. ინოვაციური. ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან 20 გამარჯვებული ამა წლის 25 აგვისტოს გამოვლინდა, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)