19:48 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 22:32:55, 537 ნახვა

სპეციალური ანონსი
20 სექტემბრის სპეციალური ანონსი

20 სექტემბერს, 03:30 საათზე, რიოს პარაოლიმპიადის მონაწილე პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდებიან.
საკონტაქტო ტელ: 599939911

20 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისის მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს და ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორ სახელმწიფო უწყებებს დააჯილდოებს.
რეგისტრაცია 09:30 საათიდან

20 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო Holliday Inn-ში საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელსაც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი დაესწრება. 
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500 

20 სექტემბერს, 10:00 საათზე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, სასტუმროში “თბილისი მერიოტი” გაიმართება რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან: „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

20 სექტემბერს, 11.00 საათზე, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ინიციატივით გაიმართება შეხვედრა - „თანაბარი შესაძლებლობები ყველას“, სადაც შედგება დიალოგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. 
მის: წერეთლის გამზ. #N118, პავილიონი N3 
საკონტაქტო პირი ანანო ბოჭორიშვილი - 599 874746

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს. 
მის.: აღმაშენებლის #61

20 სექტემბერს, 11:00 საათზე, ,,ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია საპროტესტო აქციას გამართავს.
მის: აღმაშენებლის ხეივანი, სასტუმრო ,,უშბას“ მიმდებარე ტერიტორია

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ და განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს. 
მის: აღმაშენებლის #61

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვევა. 

20 სექტებერს, 13:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარობის კიდევ რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს.
მის: ი. ხვიჩიას ქ. #17
საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642

20 სექტემბერს, 14.00 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესმენებისთვის პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ პრეზენტაციას გამართავს.
მის: გორგასლის შესახვევი N5

20 სექტემბერს, 17:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით, პროფესორ ნინო აბრალავას დოკუმენტური ფილმის, „დაუვიწყარი ამაგი“ ჩვენება გაიმართება. ფილმი ეძღვნება პროფესორ მანანა ქუთელიას ხსოვნას.
მის.: ზანდუკელის ქ. #16 
საკონტაქტო პირი ნინო აბრალავა - 599 23 06 73

20 სექტემბერს, 18:00 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის, საერთაშორისო ლაბორტორია CYLAND-ისა და არტ-ცენტრ ПУШКИНСКАЯ-10-ის ორგანიზებით, თანამედროვე ხელოვნების გამოფენა ”სფუმატო” გაიხსნება.

20 სექტემბერს, 19:00 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში დონალდ ჯოჰანსონის ლექცია - ,,ადამიანის ევოლუცია” გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics