|
2015-03-12 21:07:20, 538 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები იყო
„დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები იყო“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრების მოსმენა გაიმართა. თუმცა მიუხედავად ამისა, კვირიკაშვილი დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია, რადგან მისივე თქმით, მთავრობამ საკუთარი გეგმები წარმოადგინა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მთავრობა როგორც შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს, ის დაშვებულ შეცდომებსაც აღიარებს. „დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები იყო. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც იმ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომ რაც გაკეთდა ისიც თქვას, ეს ალბათ უფრო ხმამაღლა უნდა ითქვას, მაგრამ თუ რამეში იქნა დაშვებული შეცდომები ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან დღემდე ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ წინა პერიოდის განმავლობაში რაიმე სწორად არ იქნა გაკეთებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო კარგი, რადგან წარმოჩნდა რეალური სურათი რა გვაქვს, რას ვაპირებთ და რა ნაბიჯებს ვგეგმავთ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)