|
2016-09-19 18:45:33, 1307 ნახვა
ეკონომიკა
კახეთისა და ჯავახეთის რეგიონებს იაპონიის დელეგაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრებიან
„რეგიონული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში,24-28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით, კახეთისა და ჯავახეთის რეგიონებს JICA-ს დელეგაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი ვიზიტების მიზანს იაპონური მხარისთვის საქართველოს რეგიონების პოტენციალისა და არსებული პრობლემატიკის გაცნობა, ასევე შემდგომი თანამშრომლობისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა და ბიზნესკავშირების დამყარების საკითხები წარმოადგენს. უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში განიხილება ისეთი სამომავლო გეგმები, როგორიცაა ადამიანური რესურსების განვითარება ტურიზმისა და აგროკულტურის განხრით, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები და კერძო სექტორთან ურთიერთობის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ვიზიტის განმავლობაში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის სამუშაო სემინარები გაიმართება, რომელზეც განიხილება იაპონური მეთოდოლოგია და მაგალითები მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის წახალისებისა და იაპონური მცირე მეღვინეობის თემებზე. აღსანიშნავია, რომ წინა წლის 28-31 ივლისს, რაჭისა და კახეთის რეგიონებს JCA-ს დელეგაცია და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. გასული წლის ვიზიტის მსვლელობისას, ხაზი გაესვა ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, ყურადღება გამახვილდა ორგანული ფერმებისა და ბრენდირების, ექსპორტზე ორიენტირებული საქონლისა და ზოგადად პროდუქციის წარმოების მეთოდებზე. ამავდროულად, იაპონური დელეგაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სამეწარმეო ობიექტიც დაათვალიერეს. კერძოდ, რაჭაში თაფლის ფერმებს, საოჯახო სასტუმროებსა და მეღვინეობას ესტუმრნენ. კახეთის რეგიონში კი ქართული ღვინითა და წამყვან მწარმოებლებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით დელეგაციის წევრებმა ნაფარეულში კახეთის ღვინის გილდია და ტყუპების საღვინე სახლი მოინახულეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)