23:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 18:29:19, 995 ნახვა

საზოგადოება
ტყემალაძე: შრომის კოდექსის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა და გაკეთდება

პარტია „მრეწველების" ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, შრომით კანონმდებლობაში ბევრი რამ გაკეთდა და კვლავ გრძელდება ეს პროცესი, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა შრომის კოდექსი, რომლითაც ბევრი ადამიანი იგნორირებული იყო.

„კოალიციური ხელისუფლების დროს შრომის კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმებულების სასარგებლოდ. ვერ მოგვარდა ბოლომდე ისე, როგორც ხელისუფლებას მიგვაჩნდა სწორი, რადგან კანონი რომ გავიდეს, სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. დამსაქმებელს უფლება ჰქონდა, სამ-სამ თვიანი ხელშეკრულებები გაეფორმებინა და უმიზეზოდ გაეშვა დასაქმებული. ჩვენ ეს გავახანგრძლივეთ და ორჯერ დროებითი ხელშეკრულება უკვე მუდმივში გადადის. უაპელაციოდ ვერ გაათავისუფლებენ, თუ საფუძვლიანი საბაბი არ იქნა და ა.შ. ბევრი რამ გაკეთდა და გაკეთდება.

გენდერული კუთხით დასაქმების პრობლემა არ არსებობს. საჯარო სტრუქტურებში, სამედიცინო დაწესუბულებებში და ბევრ ადგილას ქალების სამუშაო ადგილები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების",- განაცხადა ტყემალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics