06:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 18:38:09, 598 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად ქართველი სპორტსმენები სოფელ გალავანს ეწვივნენ

ცნობილი ქართველი სპორტსმენები დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად სოფელ გალავანს ეწვივნენ მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპორტესმენისა და სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის მშობლიური სოფელია, დღეს ცნობილი ქართველი სპორტსმენები ჩავიდნენ.

 ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური, სოსო ჯაჭვლიანი, გიორგი ბაინდურაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ფეხბურთელი გელა კეტაშვილი და სხვები მცხეთაში „ართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრისას სპორტსმენებმა ხაზი გაუსვეს „ქართული ოცნებისა“ და დიმიტრი ხუნდაძის უპირატებობებს, ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი მაღალჩინოსნები კვლავ ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას და მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს.

დიმიტრი ხუნდაძემ გალავნელებს მიმართა, რომ არჩევანი არა ნაცნობობით და ნათესაობით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ გააკეთონ.

 „დღეს აქ, არჩილ ჩოხელის მემორიალთან, სიმბოლურად გადავწყვიტეთ თქვენთან შეხვედრა. ყველასათვის საამაყო სპორტსმენი, თქვენი სოფლის შვილი არჩილ ჩოხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ იმსხვერპლა. უფლება არა გვაქვს, იმ სისხლიან რეჟიმს დღეს კვლავ მივცეთ შანსი, დაბრუნდნენ პოლიტიკაში და კვლავ ჩვენი შვილების სიცოცხლე შეიწირონ. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას აჩუქა მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია თქვენი სიცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ შევძელით კორუფციული სქემიდან სახელმწიფო ღირსეული მართვის სქემაზე გადაგვეყვანა. ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას და ამას აუცილებლად შევასრულებთ. ვიცით, რომ ჯერ ყოფითი პრობლემები ისევ არის, მაგრამ შემდგომი 4 წელი უკვე ამ პრობლემების დასასრული იქნება. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ხედავთ ქვეყნის წინსვლას და თქვენი არჩევანიც შესაბამისი იქნება“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics