|
2016-09-19 17:41:09, 715 ნახვა
სამხედრო
იზორია: იგეგმება ექსპერტის ჩამოყვანა საფრანგეთიდან, რათა მომავალი წლის გეგმა გაიწეროს
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა და მიწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. როგორც იზორიამ აღნიშნა, ახლო მომავალში იგეგმება ექსპერტის ჩამოყვანა საფრანგეთიდან, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გაიწეროს. „ვულოცავ პირად შემადგენლობას დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით გულისწუხილი გამოვხატე იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დანაკარგი აქვს ამ დანაყოფს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს. ისინი გამოირჩევიან ძალიან დიდი პროფესიონალიზმით. მათ გავაცანით ჩვენი გეგმები. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან ამბიციური გეგმის განხორციელებას, რომელიც უკავშირდება საჰაერო თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და ამ თვალსაზრისით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ფრანგულ მხარესთან. ახლო მომავალში იგეგმება ექსპერტის ჩამოყვანა საფრანგეთიდან, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გაიწეროს. ეს დანაყოფი იქნება სწორედ ის დანაყოფი, რომელიც ამ ამბიციურ გეგმას განახორციელებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახლო მომავალში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან იზორიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)