17:23 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 17:04:28, 1941 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოცხადდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებსთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს თხოვნით, თუ აღნიშნული პიროვნების შესახებ რამე ინფორმაცია მოეპოვებათ, სამართალდამცავ ორგანოებს აცნობონ.

მედიის ცნობით, აჰმად ხან რაჰამი წარმოშობით ავღანელი აშშ-ის მოქალაქეა. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეჭვმიტანილი სავარაუდოდ შეიარაღებული და საშიშია.

ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, უკანასკნელად აჰმად ხან რაჰამი ნიუ-ჯერსის ქალაქ ელიზაბეთში ნახეს. 

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ელიზაბეთში დღეს ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ბომბები ნიუ-იორკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი იყო.

ცნობისთვის, მანჰეტენის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის მახლობლად კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics