21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 16:29:24, 628 ნახვა

საზოგადოება
ტექნოპარკს NASA-დან თრიშა მექი ესტუმრა

ტექნოლოგიურ პარკს NASA-ს წარმომადგენელი თრიშა მექი ეწვია. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, კულტურის სამინისტროს,  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სან დიეგოს სახემწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში თრიშა მექიმ ქართულ მხარეს NASA-ს მუშაობის თანამედროვე ტენდენციები გააცნო აეროკოსმოსური ინდუსტრიის მიმართულებით. აღნიშნა კერძო ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობა და აქტიურობა აღნიშნულ სფეროში.

თრიშა მექი იყო ინსტრუქტორი და ასწავლიდა ასტრონავტთა 6 ეკიპაჟს კოსმოსში გადაადგილებას. ის ამავდროულად ასრულებდა ფრენის კონტროლიორის ფუნქციას მისიის კონტროლის ცენტრში (MCC).აღსანიშნავია თრიშა მექის წვლილი ღია კოსმოსის აქტივობების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაში. ის აგრეთვე მუშაობდა NASA-ს სათაო ოფისში ორიონის პროექტში და მოსკოვის ტექნიკური კომუნიკაციების ოფისში მმართველად.

,, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიონალებისგან გავიზიაროთ გამოცდილება და დავამყაროთ მნიშვნელოვანი კავშირები, მივიღოთ რჩევები და განვახორციელოთ ის პრაქტიკურად. თრიშა მექისთან კონკრეტულ საკითხებზეც ვისაუბრეთ, რაც კოსმოსში ხანგრძლივი ფრენასა და რადიაციის პრობლემურ თემებს შეეხო. შევთავაზეთ ქართველი მეცნიერების ინოვაცია, რომელიც უზრუნველყოფს რადიაციისაგან ეფექტურ დაცვას. NASA-ს გუნდი მზად არის ღია იყოს ყველა სიახლისთის და ითანამშრომლოს ქართველ მეცნიერებთან."- განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს ინოვაციური საქმიანობის წარმოებაში, დაეხმარება მათ გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და დაიმკვიდრონ ადგილი მსოფლიო მეცნიერების დიდ სისტემაში. მნიშვნელოვანია სფეროში ახალგაზრდების ჩართულობა, რისი ტენდენციაც საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებასთან ერთად გაიზრდება.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics