21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 16:15:24, 601 ნახვა

საზოგადოება
1 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

ქალაქ ბათუმის იუსტიციის სახლში, 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელით უზრუნველყოფის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების წევრები დაესწრნენ.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას" აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115 საცხოვრებელი სახლის/ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე 25 000 ლარია გათვალისწინებული.

გარდა აღნიშნული პროგრამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ეკომიგრანტ ოჯახებს დახმარებას რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. „სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის" რეკომენდაციით, ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები გადაეცემათ სოციალურ სახლებში.

2013-2016 წწ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 211 ოჯახს: ამავე კომისიის რეკომენდაციით 2013-2016 წწ 1 679 ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო ფინანსური დახმარება - 2,863,704 ლარის ოდენობით - საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/გადატანა/აღდგენისათვის არაუმეტეს 15 000 ლარის ფარგლებში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics