21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 15:59:56, 687 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ერთ-ერთ სოფელში ახალი სკოლა გაიხსნა

აჭარის ერთ-ერთ სოფელში ახალი სკოლა გაიხსნა. სასწავლო წლის ახალ სკოლაში დაწყება ზედა ჭარნალის მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიულოცა. სკოლის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ზედა ჭარნალში წლების განმავლობაში 100-მდე მოსწავლე ავარიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდა. ახალი სკოლის მშენებლობა 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ძველი სკოლის მიმდებარედ აშენდა ახალი, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შიდა სპორტული დარბაზით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლებიისთვის. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყო საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. ზედა ჭარნალის საჯარო სკოლის მშენებლობისათვის 469 993 ლარი დაიხარჯა.

ზედა ჭარნალის საჯარო სკოლაში სწავლობს 71 მოსწავლე, მათ შორის 8 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 17 პედაგოგი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. მიმდინარე წელს დასრულდა ზედა განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და დაიწყება სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 2017 დაიწყება სარფის ახალი სკოლის მშენებლობა, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფერიის საჯარო სკოლას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics