06:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 19:54:52, 306 ნახვა

პოლიტიკა
ხადური უმცირესობას: 1 დღეში 20 თეთრით რომ გაუფასურდა დოლარი, არ მახსოვს პენსიების, სესხების ინდექსაციაზე გენერვიულათ

"ერთ დღეში 20 თეთრით რომ გაუფასურდა  დოლარი, არ მახსოვს გენერვიულათ მაშინ ან ხელფასების,  ან სესხების, ანპენსიების ინდექსაციაზე. ამიტომ გულწრფელები იყავით",-ასე მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს  პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე დასმულ კითხვებზე პასუხისას.
ხადურის თქმით, მთავრობა პრობლემებსა და პასუხისმგებლობას არ გაურბის. 
"ნამდვილად კარგად ვიცი რა პრობლემებია ამ ქვეყანაში, კარგად ვიცით, რა პრობლემებით ჩავიბარეთ ეს ქვეყანა,  კარგად ვიცით, რა პრობლემები წარმოიშვა ჩვენს ირგვლივ, ამ ყველაფერს ჩვენ ვაანალიზებთ და ის, რომ ცუდია, რომ  ჩვენ ვართ ოპტიმიზმები, ვერ დაგეთანხმებით. მთავრობა სწორედაც რომ ოპტიმისტი უნდა იყოს და სიტუაციას ოპტიმისტურად უნდა უყურებდეს. პრობლემებზე ვსაუბრობთ, ღიადაც,  სამუშაო რეჟიმშიც და მზად ვართ ამზზე ვისაუბროთ, მაგრამ ამ სტილით საუბარი სწორი არ არის.
თქვენს კითხვებს ლაიტმოტივად გასდევს სიტყვა სეკვესტრი და შეუსრულებელი ბიუჯეტი.2004 წლის შემდეგ საქართველოს არცერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ შესრულებულა. ერთადეთი ბიუჯეტი, რომელიც მიუახლოვდა 100%-ს, იყო 2014 წლის ბიუჯეტი, როცა შესწორების გარეშე 99.2%-ით დაფინანსდა ყველა ხარჯი.
დეკემბერში რომ აკეთებდით ხოლმე ბიუჯეტის შესწორებას რომ ლამაზი ციფრები დაგედოთ. არც ის მახსოვს თქვენგან ერთ დღეში 20 თეთრით რომ გაუფასურდა  დოლარი, გენერვიულათ მაშინ ან ხელფასების,  ან სესხების, ან პენსიების ინდექსაციაზე. ამიტომ გულწრფელები იყავით  და კარგად გაიხსენეთ ის პერიოდი და ის, რა გარემოში გვიწევს მუშაობა",-მიმართა ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics