|
2016-09-19 13:42:59, 1081 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილის შეფასებით, ჭელაში მინარეთის დემონტაჟის მოვლენები, მთავრობისადმი მოწყობილი პროვოკაცია იყო
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შფასებით, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მთავრობის მიმართ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ამის შესახებ ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში განაცხადა, სადაც GDS-ის ახალი სატელევიზო პროექტის ფარგლებში, რეგიონულ შეხვედრებს მართავს: "მე ვფიქრობ, მართლაც პროვოკაცია იყო. ამ ბოლოს აღარ დავინტერესებულვარ, რადგან ხმაური მიწყნარებულია და დალაგებულია ყველაფერი. ზოგადად ამ საკითხის პროვოცირება ხშირად ხდებოდა.წელიწადში ორჯერ დაგეგმილი ჰქონდათ, ორივე ნაწილს თვითონ "ნაციონალური მოძრობა" აფინანსებდა, მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირება მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. ბოლო 2 წელიწადში სერიოზული ხმაური არ გამიგია. მოხეში ხმაური ვიცი, რომ იყო, ეს არის ისეთი კონფლიქტი, რომელიც გასატანი არ არის არსად. მეზობლებში ხდება, ოჯახში ხდება კონფლიქტები ხშირად და თუ გნებავთ, ჩემს უფროს ბიჭთან გუშინ საკმაოდ კარგად ვარჩევდით მე და ჩემი მეუღლე, რაღაცები არ მოგვწონდა. ეს ნორმალუირა. ეს არაა ის, რასაც გვაჩვენებდნენ, რომ მასიური დაპირისპირება ხდებოდა. აჩვენებდნენ მსოფლიოს, როგორი ველურები არიან ქართველები, რომ მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის გარდა სხვა რელიგია მათ არ ესმით და ტოლერანტობა არ გააჩნიათ, და მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელეწიფება, ეს ხალხი 20-30 წლის განმავლობაში ჭკუაზე მოიყვანოს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)