|
2016-09-19 13:23:08, 1096 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: 26 მაისს „მაესტრომ“ „რუსთავი 2“-ს გადააჭარბა, „კავკასია“ კი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია იყო
ხელისუფლებას მედიაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ერთადერთი კორპორატიული მედია ჰყავს ”ნაციონალურ მოძრაობას. არა მარტო „რუსთავი 2“-ი, არამედ „ტაბულაც“, რომელიც შედარებით რბილია. ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწევიან და სიცრუეზე არიან დაფუძნებულები, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „მაესტრომ“ გავლენებისგან თავის დახსნა მოახერხა, ხოლო „კავკასია“ ჯერ კიდევ „კეკლუცობს“. „მედიათავისუფლების მიხედვით, საქართველო უფრო თავისუფალია, ვიდრე მედია უნგრეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში და ა.შ. 2012 წელს ვიყავით 104-ე ადგილზე. ხელისუფლებას მედიაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ერთადერთი კორპორატიული მედია ჰყავს ”ნაციონალურ მოძრაობას. არა მარტო „რუსთავი 2“-ი, არამედ „ტაბულაც“, რომელიც შედარებით რბილია. ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწევიან და სიცრუეზე არიან დაფუძნებულები. მედიის მხრივ რა იყო უნდა გავიხსენოთ - პირველივე წერილში ვთქვი, რომ ”მედია ტოტალურად კონტროლდებოდა”. ორი ფსევდოტელევიზია დავასახელე მაშინ და აგრესიული განცხადებები გააკეთეს ”კავკასიამაც” და ”მაესტრომაც”. ”მაესტრომ” მოახერხა თავის დახსნა და ”კავკასია” კეკლუცობს უფრო და აფორმებს უფრო ჩემს შენიშვნებს. არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ აგრესიული გამოსვლები ჰქონდათ. ისინი უფრო ცუდ როლს თამაშობდნენ. 26 მაისს ”მაესტრომ” გადააჭარბა ”რუსთავი 2”-ს, ისე დაუდგა გვერდით ხელისუფლებას. „კავკასია“ ფსევდოოპოზიციური ტელევიზია იყო, რათა უცხოეთისთვის ეჩვენებინათ, რომ ქვეყანაში ოპოზიციური მედია არსებობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)