15:05 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 15:38:54, 643 ნახვა

სპორტი
გიორგი კვირიკაშვილი: პრაქტიკა იმისა, რომ მთავრობამ აღიაროს შეცდომები, საქართველოში ძალიან ახალია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი აღიარებს, რომ   უცხოელებისთვის ბინადრობის უფლებების მიღების კუთხით,  გართულებები იყო. თუმცა კვირიკაშვილის თქმით, პრობლემებს ასწორებენ  კიდეც. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში პრაქტიკა იმისა, რომ  მთავრობამ შეცდომები აღიაროს, ახალია. მინისტრი აცხადებს, რომ  უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა გაიოლდება.
"რატომ დავუჭირე მხარი ვიზებს, არ ვაპირებ იმ დეტალებზე საუბარს, თუ რა იყო, როგორ იყო, მე სრულად ვიზიარებ როგორც მთავრობის წევრი ამ პასუხისმგებლობას და არასოდეს არ გავურბივარ ამ პაუსხისმგებლობას.ვაპირებთ იმ ადმინისტრაციული პრობლემების გამოსწორებას, პირველ რიგში ადმინისტრაციული სისტემა არ დახვდა მზად იმ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა. ვაპირებთ ლიბერალიზაციას მნიშვნელოვნად, რათა ბინადრობის უფლებების გაცემის ნაწილში მნიშვნელოვნად გაიოლდეს სიტუაცია. რაც შეეხება  უცხოელებისთვის ბინადრობის უფლებების მიღების გართულებებს, დიახ, იყო ნამდვილად გართულებები, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ამას ვაღიარებთ და ვასწორებთ.პრაქტიკა იმისი, რომ მთავრობამ აღიაროს რაღაც შეცდომები, ძალიან ახალია ამ ქვეყანაში  და ამას ხაზი უნდა გაესვას.მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასოდეს არ მერიდება იმის თქმა, კარგი რა იყო და ცუდი რა იყო.ძალიან იშვიათად მომისმენია შეცდომების აღიარება,  თუნდაც თქვენი მხრიდან(საპარლამენტო უმცირესობას მიმართა) მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები ბევრი იყო. ბინადრობების გაცემა იქნება გაიოლებული შეიძლება რაღაც მინიმალურ ინვესტიციებზე იყოს მიბმული და ამის შემდეგ ლიბერალურად შეუძლია ადამიანს ბინადრობის მოწმობის მიღება. ამაზე პაუსხს ვიღებ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა   პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics