21:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 11:35:29, 780 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საქველქმოქმედო აქციის „შენ + ჰენკელი =სიკეთეს“ შედეგები შეაჯამეს

მსოფლიოში სარეცხი და საწმენდი, აგრეთვე კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ჰენკელის ინიციატივით „კარფურის“ მაღაზიათა ქსელთან ერთად გამართული საქველქმოქმედო აქციის „შენ + ჰენკელი = სიკეთეს“ შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება ორ ეტაპად წარიმართა. „ჰენკელის“ საწმენდი და სარეცხი საშუალებების („პერსილი“, „ლოსკი“, „პერვოლი“, „ვერნელი“, „ბრეფი“, „ქლინი“, „სომატი“, „პრილი“) ყოველი გაყიდვიდან შემოსული თანხიდან 50 თეთრი იგზავნებოდა თბილისის ზურაბ შაქარაშვილის ონკო-ჰემატოლოგიის კლინიკა ლაიფმედისა და მ. იაშვილის სახელობის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილების სიმსივნით დაავადებული პაციენტი ბავშვების დახმარების ფონდში. აქციის მეორე ეტაპზე ფონდის მიერ მოკრებილი თანხების გამოყენებით კომპანია „ჰენკელისა“ და „მაჯიდ ალ ფუტაიმ რითეილი“ („კარფურის“ ჰიპერმარკეტების ქსელის ფრანშიზის მფლობელი) წარმომადგენლებმაბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები მოაწყვეს ჯამბაზებისა და ანიმატორების მონაწილეობით, რომლებმაც ყოველდღიურობაგაუხალისეს საავადმყოფოში მყოფ პატარებს და მათ სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები ასევე  გადაეცა საავადმყოფოებსაც.

ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ აქციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საკუთარი წვლილის შეტანა როგორც გლობალური ონკოლოგიური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს მასშტაბით, აგრეთვე საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ისინი იმედს იტოვებენ, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც გაიმართება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. აქცია კომპანია ჰენკელისმდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით წარიმართა.

„ჰენკელი“, თავისი ფართოდ ცნობილი ბრენდებით, როგორებიცაა „პერსილი“, „შვარცკოფი“ და „ლოქტიტი“, წამყვან პოზიციებს ფლობს მთელ მსოფლიოში როგორც სამომხმარებლო, ასევე საწარმოო სექტორებში.

„ჰენკელის“ სტრატეგია ეფუძნება კორპორატიულ ღირებულებებს, რომელთაგან ერთ-ერთია მდგრადი განვითარების პრინციპისადმი ერთგულება. ეს პრინციპი ადამიანთა საჭიროებების დაკმაყოფილებას და ამის პარალელურად გარემოს დაცვის უზრუნველყოფას გულისხმობს არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ მომავალი თაობებისთვისაც.

დღესდღეობით „ჰენკელი“ თავის წარმოებაში არ იყენებს ფოსფატებს. 2012 წლიდან მოყოლებული, კომპანიამ განახორციელა პროგრამა „ჰენკელის მდგრადობის ელჩი“. 6,180-ზე მეტმა ელჩმა ჩვენი უზარმაზარი პლანეტის ყოველი კუთხიდან მხარი დაუჭირა უწყვეტი განვითარების იდეას. პროგრამის ფარგლებში მათ კომპანიის მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენებით სწავლებები ჩაუტარეს 62,000-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ბავშვებთან ერთად ჩამოაყალიბეს იდეები, თუ როგორ შეუძლიათ მათ და მათ ოჯახებს ხელი შეუწყონ უფრო მდგრადი მსოფლიოს არსებობას და გარემოს დაცვას.

საქართველოში „ჰენკელი“ოფიციალურად 2007 წელს შემოვიდა. საქართველოს 200-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა სპეციალურად დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამაში „მდგრადი განვითარების ჩემპიონი“.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics