2016-09-19 11:21:19, 669 ნახვა
საზოგადოება
გლდანში ტექნიკის მაღაზიას ყვითელი ავტობუსი შეეჯახა
გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიას ყვითელი ავტობუსი შეეჯახა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, მძღოლს საჭესთან გულის შეტევა დაემართა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და მაღაზიის ვიტრინა დაიმსხვრა, თუმცა ტექნიკა არ დაზიანებულა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტობუსის მძღოლი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან