|
2016-09-19 11:26:07, 1365 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტი რეგიონულ ობლიგაციებს ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომს ხდის
„გალტ & თაგარტი“ ინვესტორებს რეგიონული სასესხო ინსტრუმენტებით ვაჭრობას უადვილებს. ამ მიზნით, კომპანია ახალ ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ყაზახეთის და უკრაინის ობლიგაციების ბაზრებს მოიცავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს ექვსი ქვეყანა მზარდი რეგიონის ნაწილია, რომელზეც ამჟამად არასაკმარისი ინფორმაცია მოიპოვება, მსოფლიოში კი განვითარებადი ბაზრების ფასიან ქაღალდებზე ინტერესი ზრდადია. ამ მიმოხილვის მიზანია, რომ ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სრულფასოვანი ინფორმაცია, როგორც ამ ქვეყნების მაკროეკონომიკურ გარემოზე, ასევე მათ სასესხო ინსტრუმენტებზე. გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულება კი უზრუნველყოფს წვდომას საჭირო არხებზე, რათა ინვესტორებმა შეძლონ შეუფერხებლად ვაჭრობა სხვადასხვა ინსტრუმენტით. მიმოხილვაში მოცემულია მნიშვნელოვანი საბაზრო მაჩვენებლები როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთის საფონდო ბირჟებზე განთავსებულ ობლიგაციებზე. აგრეთვე, მოცემულია ზემოხსენებული ქვეყნების ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორიცაა სუვერენული რეიტინგი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეკონომიკური ზრდა, ფისკალური და მიმდინარე ანგარიშის ბალანსები. „ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი გალტ & თაგარტის შემდგომ განვითარებაში, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი დაფარვის არეალის გაფართოებას რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებზე. ამ ნაბიჯით ჩვენ ვაძლევთ ინვესტორებს შესაძლებლობას, რომ რეგიონულ ჭრილში დაინახონ საინვესტიციო ინსტრუმენტების ბაზარი და თავისი რისკიანობის და მომგებიანობის მოთხოვნების შესაბამისად დააბანდონ ფულადი სახსრები“, - განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ გაჩეჩილაძემ. რეგიონული ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.gtresearch.ge.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)