05:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:04:52, 513 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ნიუ-იორკში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაღალი დონის ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის   71-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინიციატივით,  პირველად გაიმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისიება E-governance, transparency and  public services, რომელიც მიეძღვნება მდგრადი განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს - ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობას. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე, გაეროს ინსტიტუტებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ეფექტური ინტიტუტების არსებობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებზე და საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ელექტრონული მმართველობისა და ეფექტიანი და გამჭირვალე საჯარო მომსახურების საკითხებს.

 მაღალი დონის ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც კარგი მმართველობის სფეროში და ეფექტური საჯარო მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის პრეზიდენტი,  კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბელგიის ვიცე-პრემიერ მინისტრი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი, რუანდის ახალგაზრდობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი, ფინეთის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრი, ასევე, აშშ-ს, იორდანიის, მექსიკის, შვეიცარიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოთა მაღალი რანგის წარმომადგენლები

საქართველოსთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ესტონეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics