18:28 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 17:31:25, 732 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე: მალე ონში ახალი, ყველა სტანდარტის შესაფერისი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იქნება

 

რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის „ქართული ოცნებ-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდა და ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ესაუბრა.

 როგროც ცნობილია, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანშვილმა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობას დააფინანსებს. გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ახალი მუზეუმის მშენებლობა 4.5 მილიონი ლარი ჯდება. თანხა ძალიან სოლიდურია, ამიტომ „თიბისი ბანკის“ გარდა, პროექტის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება. „ ჩვენ ეს სიახლე ძალიან გვახარებს. სულ მალე ონში იქნება ახალი, ყველა სტანდარტის შესაფერისი მხარეთმცოდენეობის მუზეუმი. ეს დიდი განძია სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ითვლის. შენობა სერიუზულად დაზიანდა მიწისძვრების დროს. მუზეუმში 15 500-ზე მეტი უძველესი ექსპონატია დაცული, რომელთა ფოტოები იუნესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია მეზოლითისა და ნეოლითის ხანის ნივთები. ყურადღებას იქცევს სპილენძისა და ფერადი ლითონისაგან დამზადებული ჭურჭელი, რაჭველი მანდილოსნის ჩაცმულობის სრული კომპლექტი, ონური შალით შეკერილი ჩოხები, ნაბდები, ქუდები, ყაბალახები; ჩიხტიკოპები; შინაური ცხოველის ტყავისაგან შეკერილი ქალამნები, იარაღ-საჭურველის კოლექცია.

„ეს განძი უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს, ამაში ჩვენი ღირსეული მამულიშვილები გვეხმარებიან სრულიად უანგაროდ და ცდილობენ, შეგვინარჩუნონ ქვაში, ხეში, სპილენძში ნაკვეთი სიმდიდრე“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics