05:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 13:28:54, 587 ნახვა

პოლიტიკა
„მოვუწოდებ კონკურენტებს, ნუ შეყავთ ამომრჩეველი შეცდომაში და თავად ნახონ, რამდენი საწარმო მუშაობს ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტში“

„ქართულინ ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ლილუაშვილის თქმით, სოფელ ამაღლებაში მდებარე  თხილის ქარხანა არის  ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს სახელმწიფო ბიზნესთან.

“ ქარხანა, რომელიც  მსოფლიოს რამდენიმე ბაზარს მოხალული თხილით ამარაგებს სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტით არის დაფინანსებული. მეპატრონის  რამაზ ტყეშელაშვილის განმარტებით გადაიარაღებისთვის საჭირო  130 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან 1%  აიღეს,რომლითაც  ახალი დანადგარების შეძენა გახდა შესაძლებელი.  გადაიარაღების საშუალებით კი 300 ტონა ნედლეულის გადამუშავება შეძლეს , რომელმაც ჯამში 9 მილიონი ლარი შეადგინა. ქარხანაში 80 ადგილობრივია დასაქმებული საშუალო ხელფასი კი 300 დან 350 ლარს შეადგენს.

 თხილის ქარხანაში გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად თბილისის მერი დავით  ნარმანია იმყოფებოდა, რომელმაც საწარმოში დასაქმებულებს, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ის პროგრამები გააცნო, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც თავისთავად მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics