|
2015-03-12 18:27:56, 437 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: გიორგი ქადაგიძის ტონი არ მომეწონა
„უკვე რამდენიმე დღეა გიორგი ქადაგიძის ტონი არ მომწონს“,-ამის შესახებ საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, ქადაგიძე მხოლოდ საკუთარ უნიკალურობაზე საუბრობს, თუმცა დეპუტატის თქმით მისი ფუნქციაა სავალუტო კრიზისიდან გამოსვლაზე გაამახვილოს ყურადღება. „არ მომეწონა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ტონი და არ მომწონს უკვე რამდენიმე დღეა, რადგან ძალიან მაღალი ტრიბუნიდან გველაპარაკება ყველა სხვა დანარჩენს. მისი ფუნქცია ის არ არის, რომ მუდმივად საკუთარ უნიკალურობაზე ხაზგასმით ილაპარაკოს, მისი ფუნქციაა, რომ მოსახლეობას გასაგებ ენაზე აუხსნას ერთის მხრივ თუ ის თვლის, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისია, ეს რამ გამოიწვია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობას ელაპარაკოს იმაზე, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. კიდევ უფრო მეტად მას ეს ვალდებულება აქვს, როცა პარლამენტში მოსმენაზე მოდის, გველაპარაკოს იმაზე როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“,-აღნიშნა ხიდაშელმა. ცნობისთვის, თბილისის პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)