04:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 20:50:10, 735 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: არჩევნები არის მცდელობა, რომ ჩვენ უკეთესი ხელისუფლება გვყავდეს

არჩევნები არის მცდელობა, რომ ჩვენ უკეთესი ხელისუფლება გვყავდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოება არჩევნებს უყურებს, როგორც სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლას.

”ჩვენ შევეჩვიეთ, რომ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც კატასტროფულ მოვლენას, გადავრჩებით თუ არა, ვუყურებთ როგორც სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლას და ამ დროს არჩევნები არის მცდელობა, რომ ჩვენ უკეთესი ხელისუფლება გვყავდეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა ასევე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "როდესაც მეგობარი ქვეყნის თანამდებობის პირი აგრესიული რიტორიკითაა ჩართული ქართულ პოლიტიკაში, პოზიტიური არ არის".

”მე ვფიქრობ, რომ უკრაინულ-ქართული ურთიერთობებისთვისაც ეს პრობლემურია. რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი და იმიტომ, რომ არსებობს სამართალდამცავების მიერ დასმული კითხვები, რომლებსაც მან არ უპასუხა. ეს თავისთავად დაძაბულობის შემომტანია. ამ დაძაბულობის შემოტანა არ არის საჭირო”, - განაცხადა მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics