|
2016-09-17 18:42:45, 737 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძემ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო
„ქართული ოცნებიდან“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა. კანდიდატმა შეხვედრები სოფლებში - შქმერის ბოყვა, ხეითის ზვარეთის კვაშხიეთის ზუდალის სევა, ჯოისუბანი, ახალი ჩორდი, პიპილეთი, ჟაშქვა, სორგითი, ცხმორი, ფსორი, ბაჯიხევი, ონჭევი, სომიწო, საბანაძეები, ღუნდა, წედისი, ირი, სხანარი, ქვედი, ქვედრულა გამართე. „მე მზად ვარ, მოვისმინო და გავიაზრო ყველა ის საჭიროება, რაც დღეს აწუხებს მოსახლოებას. მზად ვარ, პირადად ჩავერთო და ყველა ნაბიჯს ბოლომდე მივყვე, ყველას მოგისმინოთ, გამარჯვების შემდეგ კი, საკანონმდებლო დონეზე, თქვენი კითხვები და თხოვნები უნდა მივიტანო უმაღლეს ინსტანციამდე. მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე - ეს არის ჩემი სდევიზი! დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის მხარდაჭრით ამას შევძლებთ“, - მაჟორიტარობის კანდიდატმა ონის მოსახლეობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გზების რეაბილიტაციას და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტებმა. „იგეგმება ნიკორწმინდამდე მისასვლელი გზების სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოხდება რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზების რეაბილიტაციაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია. ასევე იგეგმება ნიკორწმინდის ცენტრში მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაციაც“, - აღნიშნა ენიქიძემ. მისივე ინფორმაციით, დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო პირველ ეტაპზე 11¬მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები“ დაფინანსდება. „რეგიონში განსახორციელებელი 91 ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, მუნიციპალიტეტებში დამატებით იგეგმება ნაპირსამაგრი სამუშოებების ჩატარება. გზების, სანიაღვრე არხების, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რისთვისაც „მთის განვითარების ფონდიდან“ 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. სასოფლო-სამეურნეო პროგრამების მეშვეობით ხელს შევუწყობთ ადგილობრივი მიწათმოქმედების განვითარებას, შეიქმნება მეტი ნატურალური პროდუქტი, გაუმარტივდება გლეხს მიწის მოვლა და ვეცდებით, მოყვანილი პროდუქციის რეალიზებაში დავეხმაროთ. გავაფართოვებთ აგროდაზღვევის პროგრამას, რომ გლეხმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი, ხელს შევუწყობთ გარე ბაზრებთან კომუნიკაციას. ქრონიკულად დაავადებულ უმწეოებსა და პენსიონერებს პირველადი მედიკამენტების 95%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. აშენდება პროფესიული კოლეჯ „თეთნულდის“ საერთო საცხოვრებელი. 2017 წლიდან სკოლის პედაგოგების საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. (NS)
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)