02:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 14:43:11, 1378 ნახვა

სამართალი
შსს: ბადრი ბასიშვილი ფლავისმანში "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატებს აკრავდა, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სოფელ ფლავისმანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატ ბადრი ბასიშვილს რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„17 სექტემბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი, სოფელ ფლავისმანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლების ღობეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პლაკატებს აკრავდა. ამის საშუალება მას რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ არ მისცა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბადრი ბასიშვილმა აღნიშნულის შესახებ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ და სიტუაცია განმუხტეს.

გამოკითხვისას მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატისთვის საარჩევნო პლაკატის გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრება არის და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის წარწერა იყოს გაკრული.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მედია მდივანმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გორში მათი მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics