04:02 - 22 Oct, 2026
|
2016-09-17 14:28:29, 1775 ნახვა
სამართალი
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქრთამის აღებაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა იმ მოტივით შეეფარდათ, რომ არსებობს დასაბუთებელი ვარაუდი მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების და მიმალვის საფრთხე. მხარეებს გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ. ქრთამის აღების გარდა, კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)